ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი
აცხადებს კონკურსს
V I C T O R I A
კლასიკურ (ძველ ბერძნულ და ლათინურ) ენებში
კონკურსი გაიმართება 2024 წლის 26 ივლისს 12 საათზე. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს (შედარებით რთული ტესტებით კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის).
ლათინურ ენაში კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ შემდეგი მასალის ცოდნა:
კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს სენტენციებისა და გრამატიკული მასალის ცოდნა შემდეგი წიგნიდან: მ.ფხაკაძე, ლ.ბერძენიშვილი, ლათინური ენა, 2 ტომ., თბილისი, 2008, 2009. მათ შორის: არსებითი სახელი (5 კანკლედობა), ზედსართავი სახელები და მათი ხარისხების წარმოება, რიცხვითი სახელები, ნაცვალსახელები (მათ შორის: is, ea, id; hic, haec, hoc; ille, a, ud; ipse, a, um; quis, quid; qui, quae, quod; idem, eadem, idem; nemo, nihil), წინდებულები და მათი ბრუნვები, ზმნა: უღლება ყველა დროში, გვარსა და კილოში, esse, posse, fero, volo, nolo, malo ზმნების უღლება, დეპონენტური ზმნების უღლება, სუპინუმ I და II, გერუნდიუმი, გერუნდივუმი, მიმღეობები, დაკავშირებული მიმღეობა (participium coniunctum), სინტაქსური კონსტრუქციები: nom. duplex, nom. cum infinitivo, gen. obiectivus, gen. partitivus,gen. qualitatis, dat. commodi, dat. duplex, dat. finalis, dat. possessivus, acc. duplex, acc. cum inf., acc. temporis, abl. absol., abl. auctoris, abl. causae, abl. comparationis, abl. instrumenti, abl. loci, abl. separationis, abl. temporis; ასევე, cum-იანი და ut (ne) კონსტრუქციები; si realis, si irrealis, si potentialis; Consecutio temporum. სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ, აგრეთვე: H.Ørberg. Lingua Latina per se Illustrata, 2ტომ., 2003.
ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებს - სენტენციები და გრამატიკული მასალა წიგნიდან: ი.გაგუა, Lingua Latina, თბილისი, 2020.
ძველ ბერძნულ ენაში კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებათ სენტენციებისა და გრამატიკული მასალის ცოდნა შემდეგი წიგნებიდან: მ. მჭედლიძე, Πολιτεία, ძველი ბერძნული ენა დამწყებთათვის, თბ., 2012; ქ. აბესაძე, ძველი ბერძნული ენა, თბილისი, 1999; ა. ურუშაძე, ძველი ბერძნული ენა, თბილისი, 1969. ამასთან, ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებს - ქ.აბესაძის გამოცემის 29 პარაგრაფის შესაბამისად.
ტესტი შედგება 7 კითხვისაგან: 7 სენტენცია (14 ქულა), სენტენციის გამოცნობა (3), ლათინური/ძველი ბერძნული ენებიდან მომდინარე საერთაშორისო ტერმინოლოგია (4), ერთი მცდარი ფორმის გასწორება (4), სინტაქსური კონსტრუქციის გამოყენება (10) და თარგმანი ქართულიდან ლათინურ (35) და ლათინურიდან ქართულ (30) ენებზე.
ქულების მინიმალური ოდენობაა 71 ქულა. თუკი ყველაზე ძლიერი მონაწილე მხოლოდ 70 ქულას დააგროვებს, კონკურსს გამარჯვებული არ ეყოლება.
საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება ტაო-კლარჯეთში მოგზაურობით, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები კი, შესაბამისად, საქართველოს ერთ-ერთი მხარის მონახულებით და ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამის, „ლოგოსის“ ვაუჩერით „ლოგოსის“ გამოცემების შესაძენად. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატებიც.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 8 ივლისიდან 21 ივლისამდე უნდა (ა) შეავსონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, და გააგზავნონ იგი (ბ) პირადობის მოწმობის ან სტუდბილეთის (მოსწავლის ბილეთის) ასლთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: victoria.jugeli@tsu.ge. ამავე მისამართზე შესაძლებელია კითხვების დასმაც. კონკურსის ტესტების მსგავს ნიმუშთა გაცნობისათვის იხ. http://greekstudies.tsu.ge/?page_id=287. განაცხადის ჩამოტვირთვა შეიძლება ამავე ვებგვერდიდან, ხოლო ბეჭდური ფორმით მისი მიღება - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, თსუ VIII კორპუსის მესამე სართულზე, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 13.